როგორ დავამატოთ მენიუს პოზიცია (რეცეპტურა)
რეცეპტურა არის სასმელი და კერძი რომელიც მზადდება თქვენი დაწესებულების კალკულაციით
რეცეპტურა არის სასმელი და კერძი რომელიც მზადდება თქვენი დაწესებულების რეცეპტით - მაგალითად: სოკოს კრემ-სუპი, კენკრის სმუზი.
💡 გაყიდეთ კომბო შეთავაზებები ან სხვადასხვა ზომის კერძები მარტივად მოდიფიკატორებით
☝️ მენიუში პოზიციების დამატებამდე უპირველესად დაამატეთ ინგრედიენტები და ნახ. ფაბრიკატები. არასრული ინგრედიენტების მითითბეის შემთხვევაში კერძის გაყიდვისას საწყობიდან არ ჩამოიწერება ყველა ინგრედიენტი.
რეცეპტურის დასამატებლად:
- გადადით ჩანართში მენიუ → რეცეპტურა მართვის პანელში
- დააჭირეთ ღილაკს დამატება.
- შეიყვანეთ სახელი, აირჩიეთ კატეგორია და დამზადების წერტილი.
- ატვირთეთ კერძის ფოტო ან შეარჩიეთ ფერი რომელიც გამოჩნდება მენიუში გაყიდვის წერტილზე
- აირჩიეთ ყველა ინგრედიენტი რომლისგანაც შედგება რეცეპტურა. მიუთითეთ ბრუტო და ნეტო რაოდენიბებში საჭიროებისამებრ.
- გაწერეთ მენიუს პოზიციის ფასი. ველები თვითღირებულება და ფასმანატი ავტომატურად გამოითვლება ინგრედიენტებზე შესყიდივის დამატებისთანავე.
- დააჭირეთ ღილაკს შენახვა.

💡 შესყიდვების დამატება ინგრედიენტებზე ღირებულების გამოსათვლელად
💡 მონიშნეთ ფუნქცია წონითი პროდუქტი ფასის 100-გრამზე მისათითებლად. Poster-ი ავტომატურად გამოთვლის ფასს, წონის მითითებისთანავე გაყიდვის წერტილზე.
☝️ არასწორი რეცეპტურის თვითღირებულება გამოსახულია ყვითლად მათ შორის ისინიც რომლებიც შეიცავენ 0-ს ტოლი ღირებულების ინგრედიენტებს.
☝️ გამოიყენეთ ფუნქცია ფასდაკლება არ გავრცელდეს, იმისათვის რომ არ გავრცელდეს მომხმარებელთა ჯგუფების ფასდაკლებები
☝️ წაშლილი მენიუს პოზიციები ინახება ურნაში წაშლიდან კიდევ 30 დღის განმავლობაში საბოლოო წაშლამდე.
გამოიყენეთ რეცეპტურის უკანა თარიღით შესწორების ფუნქცია იმისათვის რომ შეასწოროთ შემადგენლობა უკვე არსებულ გაყიდვებში საწყობიდან ინგრედიენტების სწორად ჩამოწერის მიზნით. Poster-ი ავტომატურად გადათვლის ნაშთებს რეცეპტურაზე შემადგენლობის შესწორების შეტანის სემდეგ