Skip to content
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
  • There are no suggestions because the search field is empty.

როგორ დავამატოთ გადასახადები

შექმენით გადასახადები და დაარიცხეთ ის თქვენს რეცეპტურას და პროდუქტებს გაყიდვისას.

გადასახადის შექმნა

შექმენით გადასახადი მიუთითეთ პროცენტი და დაამატეთ თქვენს პროდუქტებს. გადასახადის შესაქმნელად:

  1. გადადით პარამეტრები → ზოგადი მართვის პანელში.
  2. მართვის პანელში, მართვის პარამეტრებში მონიშნეთ ფუნქცია"გადასახადების ჩართვა".
  3. დააჭირეთ შენახვას.

💡 Poster-ში გვაქვს ორი ტიპის გადასახადი: დამატებითი ღირებულების და ბრუნვის. გამოიყენეთ გადასახადები, რომ ფასები რეცეპტურაზე და პროდუქტებზე შეიცავდეს გადასახადებს.

დამატებითი ღირებულება პროდუქტზე გამოითვლება შმდეგი ფორმულით:

ფასი დღგ-ს ჩათვლით = ფასი დღგ-ს გარეშე × (1 + დღგ-ს პროცენტი / 100).

ხოლო ბრუნვის გადასახადს უკვე მოიცავს პროდუქტის გასაყიდი ფასი და გამოანგარიშდება შემდეგნაირად:

ფასი ბრუნვის გადასახადის ჩათვლით = ფასი × ბრუნვის პროცენტი / 100

☝️ ჯამური გადასახადი მოიცავს გადასახდელ თანხას და ფასდაკლებებს.

გადასახადების და ფასდაკლებების მინიჭება პროდუქტებზე და რეცეპტურაზე

აირჩიეთ შექმნილი გადასახადები რეცეპტურაზე/პროდუქტებზე

  1. გადადით ჩანართში მენიუ → პროდუქტები/რეცეპტურა მართვის პანელში.
  2. დააჭირეთ ღილაკს შეცვლა რეცეპტურის/პროდუქტის გასწვრივ.
  3. ველში "გადასახადი" აირჩიეთ სასურველი გადასახადი ჩამონათვალშ.
  4. შენახვა .

💡 გადასახადების უფრო სწრაფად მისანიჭებლად:

  1. გადადით ჩანართში მენიუ → საქონლის კატეგორიები და ტექ-ბარათები .
  2. დააჭირეთ შეცვლა სასურველი კატეგორიის გასწვრივ.
  3. ველში გადასახადი აირჩიეთ სასურველი გადასახადი ჩამონათვალში. გადასახადი მიენიჭება ყველა პროდუქტს და რეცეპტურას კატეგორიაში.

დაიწყეთ გაყიდვა გაყიდვის წერტილზე. Poster-ი ავტომატურად დაითვლის გადასახადებს ჩანართში სტატისტიკა → გადასახადები და სტატისტიკა → ქვითრები, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად ღილაკზე დეტალები დაჭერით

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.