Skip to content
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
  • There are no suggestions because the search field is empty.

როგორ დავაიმპორტოთ შესყიდვა სწრაფად

ისარგებლეთ იმპორტის ფუნქციით შესყიდვის სწრაფად დასამატებლად Poster-ში.

ისარგებლეთ იმპორტის ფუნქციით შესყიდვის სწრაფად დასამატებლად Poster-ში. ამისათვის გადმოწერეთ ჩვენი მზა ცხრილი, ამოშალეთ მასში თქვენთვის არსაჭირო ველები და შეავსეთ თქვენთვის საჭირო იმფორმაციით, შემდეგ ატვირთეთ ფაილი და დაასრულეთ შენახვა Poster-ში.

შესყიდვის დამატება:

  1. გადადით ჩანართში საწყობი → შესყიდვები მართვის პანელში.
  2. დააწკაპეთ დამატება.
  3. დააწკაპეთ შესყიდვის იმპორტი და მიუთითეთ გამზადებული Excel-ის ფაილი შევსებული თქვენი მონაცემებით, (ინგრედიენტები, ფასები ერთეულზე ან ჯამური და ა.შ...)
  4. აირჩიეთ და დააწყვილეთ სვეტები რომელი, რომელ მონაცემს შეესაბამება.
  5. დააწკაპეთ გაგრძელება.
  6. გადაამოწმეთ დაიმპორტებული ინგრედიენტების და პროდუქტების მონაცემები, რაოდენობა, ფასი ერთეულზე, სულ ჯამი.
  7. გაწერეთ მონაცემები როგორიცაა გადახდა, საწყობი და სხვა...
  8. დააწკაპეთ შენახვა.

☝️ გაითვალისწინეთ ინგრედიენტების/პროდუქტების სახელები უნდა იყოს Poster-ში შეტანილის იდენტური, პროცესის გასამარტივებლად.


☝️ იმპორტისთვის თავსებადი ფაილის ფორმატები: CSV, XLS, ან XLSX ფაილი.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ. შეგიძლიათ როგორც ჩატის @joinposter.com ასევე ელ-ფოსტის საშუალებით contact@joinposter.com